Verve Creates

Verve Creates Información de contacto, mapa y direcciones, formulario de contacto, horario de apertura, servicios, puntuaciones, fotos, videos y anuncios de Verve Creates, Diseñador arquitectónico, Barcelona.

ჭიქიდან ცხელ ორთქლს დარიჩინის სურნელება მოყვება, ცხვირს თუ უფრო ახლოს მიიტან ღვინოსაც იგრძნობ. პირველი ყლუპი თავშეკავებუ...
23/12/2018

ჭიქიდან ცხელ ორთქლს დარიჩინის სურნელება მოყვება, ცხვირს თუ უფრო ახლოს მიიტან ღვინოსაც იგრძნობ. პირველი ყლუპი თავშეკავებულია, ერიდები ენის დაწვას, თან ზუსტად არ იცი როგორი სითხე დაგხვდება შიგნით. იქნებ თაფლისგან ზედმეტად ატკბილდა, ან სულაც იმდენი ფორთოხლის წვენი აქვს ღვინო გადაფარა, იქნებ ბარმენმა ლიმონი უხვად ჩააწურა და მჟავიანობამ ენა მოგჭრას. ადუღებამდე მიყვანილი წითელი მშრალი ღვინო, თაფლი, დარიჩინი, ფორთოხალი, ლიმონი და გლინტვეინიც მზად არის. ზამთრის სეზონის განუყრელი თანამგზავრია. მახსოვს სტუდენტობაში შობის ბაზრობებზე დილიდან მისული გლინტვეინით ვითბობდი თავს. მერე მეც ვისწავლე რეცეპტი და სახლში ვაკეთებდი. წელს ზამთარს ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში ვატარებ, ასე მომიწია. ქალაქი ისეთი პატარა და ჩუმია მგონია მარტო ვარ. პარასკეობით მატარებლით 20 წუთში გვერდით ქალაქში გადავდივარ, გლინტვეინის დასალევად. აქ არავის უკვირს თუ მაგიდას ერთ ადამიანზე დაჯავშნი, არც ის უკვირთ ლანჩზე მარტო თუ გახვალ. აქ ყველა ასეა, ყველას თავის საქმე აქვს, მე საწერად ვარ ჩამოსული ანუ ბოლომდე მარტო არ გამოვდივარ, ნოუთბუქი სულ თან დამაქვს. ყველაფერს ვიწერ, მერე ვშლი, მერე ისევ თავიდან ვწერ, ვკითხულობ, არ მომწონს, ვშლი, ისევ ვწერ... გლინტვეინი შევუკვეთე, ნოუთბუქი გავხსენი და წერა დავიწყე, დარიჩინის სუნმა მოსვენება დამიკარგა, სტუდენტობ გამახსენა. ყოველწლიურ საშობაო ბაზრობაზე მეგობარს მივაკითხე, წიგნების დახლი ებარა. ჩავენაცვლე. უამრავი ხალხი ირეოდა, ხურდა დავაბრუნე, წიგნი პარკში მოვათავსე, ღიმილით დავემშვიდობე და ასე მოვიქეცი ათჯერ, ან ოცჯერ, თვლა ამერია, ხელები გამეყინა, ამიწითლდა, ამტკივდა... ხელზე შეხება ვიგრძენი, თავი ავწიე და სანამ ფოკუსს გავასწორებდი ხმამ დამასწრო - როგორ გაყინულხარ. ფოკუსი გავასწორე და გავიღიმე. წიგნის შერჩევა დავიწყეთ, გადავფურცლეთ, გადმოვფურცლეთ, ავტორებზე ვისაუბრეთ, ნაცნობი მუსიკაც დაიწყო LA VALSE D’Amelie. არსდროს მიცეკვია ვალსი, მითუმეტეს შუა მოედანზე, ნაძვისხესთან, ამდენ ხალხში, ფეხებმა თავისით დაიწყეს წინ-უკან გვერდზე-წინ-უკან... – „ნდობაზეა ვალსი, მოეშვი და მომყევი“. მეც მივენდე, მხოლოდ ტაშის ხმის შემდეგ მივხვდი ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვალსი გამოვიდა. თოვაც დაიწყო. შუშის მინიდან თოვლის ფანტელების ვალსის გამოჩნდა, მე ისევ გამეღიმა, უკვე თამამად მოვსვი გლინტვეინი და წერა გავაგრძელე.

ჭიქიდან ცხელ ორთქლს დარიჩინის სურნელება მოყვება, ცხვირს თუ უფრო ახლოს მიიტან ღვინოსაც იგრძნობ. პირველი ყლუპი თა....

18/06/2018
გადადით ბმულზე და იხილეთ ახალი სამკაულები💫💫
16/04/2018

გადადით ბმულზე და იხილეთ ახალი სამკაულები💫💫

Dirección

Barcelona
08023

Teléfono

+34610854465

Página web

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando Verve Creates publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Contacto La Empresa

Enviar un mensaje a Verve Creates:

Compartir