06/05/2026
გიზიარებთ 115 კვ.მ ბინის ინტერიერის დიზაინს, რომელიც და-ძმის კომფორტული ცხოვრებისთვის დაიგეგმა. პროექტის მთავარი ამოცანა იყო ფუნქციური ზონირება, სიმსუბუქე და ჰარმონია, სადაც თითოეულ სივრცეს საკუთარი ხასიათი აქვს, მაგრამ მთლიანობაში ერთიან და დაბალანსებულ გარემოს ქმნის.
ბინა მოიცავს:
▫️ ნათელ და მყუდრო მისაღებ ოთახს;
▫️ ცალკე მდებარე სამზარეულოს;
▫️ ორ ინდივიდუალურ საძინებელს;
▫️ აბაზანას;
▫️ კაბინეტს;
▫️ სრულფასოვან საგარდერობე ოთახს.
ინტერიერში აქცენტი გაკეთებულია სუფთა ხაზებზე, ბუნებრივ ტონალობებზე და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 🤍
როგორ მოგწონთ ეს სივრცე?