19/10/2021
საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს, ქ.თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, თბილისის მერია / Tbilisi City Hall Kakha Kaladze კახა კალაძე საბურთალოს რაიონის გამგეობა რისთვისაც გვსურს მადლობა გადავუხადოთ გამგეობის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ეს პროექტები რეალურად განხორციელებულიყო, და კიდევ მეტად ლამაზი ობიექტი შემატებოდა თბილისს; ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის №11-თან, იქ სადაც წლების მანძილზე იყო სამშენებლო ნაგვით სავსე ხევი, გაშენდა თანამედროვე, საერთოდ უცხო, გამორჩეული დასასვენებელ-გასართობი პარკი აბსოლუტურად ყველა ასაკის ადამიანისა და ცხოველებისთვისაც კი.
მადლობა არქიტექტორ-დიზაინერთა გუნდს Giorgi Meladze გიორგი მელაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაამუშავა და შექმნა ეს გამორჩეული პროექტი, შ.პ.ს. „გრინსერვის +“-ს, რომელმაც ზედმიწევნით იდეალურად, პროექტის მიხედვით განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, მის დირექტორს Kharshiladze Koba კობა ხარშილაძეს, ნდობისთვის, რომ ჩვენს კომპანიას მოგვეცა საშუალება მოგვეწოდებინა სანათი საშუალებები, იმისათვის რომ პარკი ასე ლამაზად გამოიყურებოდეს ღამის საათებში.
რაც შეეხება კონკრეტულად სანათებს, ისინი შერჩეულია შუქტექნიკური ანგარიშის მიხედვით (კონკრეტულად განათების პროექტი), რომელიც დამუშავებულია კომპანია REAL LIGHT “Real Light“-ის მიერ, მისი ხელმძღვანელის Anastasia Kj ანასტასია მაზურმოვიჩის მიერ. გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდის Signify Philips lighting Signify-Philips Lighting-ის უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე LED სანათები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოდელი: Metronomis, ურბანული სანათების კატეგორიაში თვითონ მწარმოებლის ფლაგმანს წარმოადგენს. მსგავსი ტიპის სანათი პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს დედაქალაქში. ასევე პირველად, ქ.თბილისში, განთავსდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდის “Valmont”-ის, Oleg Kotov პოლონური ქარხნის განათების ბოძებიც, რომლის ხარისხი მრავალჯერ აღემატება, აქამდე გამოყენებულ, სხვა ევროპულსა თუ თურქულ და ჩინურ ბოძებს.
აქვე შეხვდებით ს.ს. „ერისიმედისა“ Gurami Kokaia და ჩვენი კომპანიის მიერ ერთობლივად შექმნილ-დამზადებულ უცხო და ძალიან ლამაზ სანათს, რომელიც ანათებს როგორც სავალ ბილიკებს, ასევე თვითონ სანათის კორპუსიც ნათდება შიგნიდან, რაც მას განსაკუთრებულ იერს აძლევს. აღნიშნული სანათში გამოყენებულია Signify-Philips Lighting-ის, უმაღლესი ხარისხის OEM პროდუქცია - LED მოდულები და დრაივერები. ეს ჩვენი პირველი პროდუქტია, რომელშიც Philips-ის პროდუქტები გამოვიყენეთ, როგორც ერთადერთმა OEM პარტნიორმა საქართველოში!
ყველა სანათი აღჭურვილია შესაბამისი მართვის მოწყობილობებით, რომელიც ქალაქში სამომავლოდ დაგეგმილი ენერგოეფექტურობის პროექტის ფარგლებში, ჩაერთვება ერთიან ქსელში, რაც უზრუნველყოფს ისედაც ეკონომიური სანათების, უფრო მეტ ეფექტურობას.