30/12/2020
გინდა დაზოგო ბევრი ფული? წაიკითხეთ ეს:
დღევანდელ სამყაროში საავტომობილო ზეთების ძალიან დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ლამაზად გაფორმებული შეფუთვებით.არიან ადამიანები ვინც ზეთს ლამაზი შეფუთვის ან ბრენდული სახელწოდების გამო ყიდულობს და არიან ისეთბიც ვინც ზეთს ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით ყიდულობს.
აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა როგორ გამოვარჩიოთ ხარისხიანი ზეთი შედარებით ნაკლებად ხარისხიანი ზეთისგან.აქ ჩვენ შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ და განგიმარტოთ იმ წარწერების და იეროგლიფების მნიშვნელობა რაც დატანილია ამა თუ იმ სახის საავტომობილო ზეთის შეფუთვაზე.საავტომობილო ზეთები სამ კატეგორიად იყოფა:
1. მინერალური. ეს არის ჩვეულებრივი ზეთი,რომელშიც დანამატების დონე არის სტანდარტული.მინერალური ზეთები არის იაფი და გამოიყენება ძველი, 70-80-ანი წლების დროინდელ ძრავებში.
2. ნახევრადსინთეტიკური. ეს არის მინერალური ზეთის სტრუქტურაზე დაფუძნებული ზეთი რომელსაც დამატებული აქვს სპეციალური სახის მინერალების შემცველობა რაც იცავს ძრავის დეტალებს ცვეთისა და კოროზიისგან ხანგრძლივი ექსპლუატასიის პირობებში.
3. სინთეტიკური.ამ სახის ზეთები გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის სპეციალურ დანამატებს, რაც ზრდის გამოყენების,ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.სინთეთიკური ზეთი უძლებს მაღალ 150 გრადუს ტემპერატურამდე გაცხელებას და ამვდროულად შესანიშნავად იცავს ძრავს.ამ სახის ზეთები შედარებით ყოველთვის ძვირი ღირს ვიდრე სხვა დანარჩენი.
სინამდვილეში რა წერია ზეთის ბოთლის შეფუთვებზე რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ?
SAE ( საავტომობილო ინჟინერთა ასოციაცია) ა.შ.შ-ს საავტომობილო ინჟინერთა ასოციაცია.
წარწერა SAE-ს შემდეგ დატანილი ციფრები აღნიშნავს ზეთის სიბლანტის მაჩვენებელს.თუ შეფუთვაზე წარმოდგენილია ორი სახეობის ციფრი, მაგალითად 10W40 მაშინ ეს ზეთი განკუთვნილია ყველა სეზონისთვის. პირველი ციფრი აღმიშნავს ზეთის მდგრადობას სიცივის მიმართ,რაც უფრო დაბალია პირველი ციფრის მაჩვენებელი მით უფრო უკეთესად იმუშავებს ზეთი ზამთარში და სიცივეში.მეორე ციფრი აღნიშნავს ზეთის სიბლანტის მაჩვენებელს,რაც უფრო მაღალია ციფრის მაჩვენებელი მით უფრო სქელია ზეთი,რაც უფრო სქელია ზეთი მით უფრო მდგრადია მაღალი ტემპერატურაზე მუშაობის დროს.
რას ნიშნავს ზეთის კასრზე დატანილი ასოები SH-CF?
API (ამერიკის ნავთობპროდუქტების ინსტიტუტი) ეს არის ამერიკის ნავთობპროდუქტების ინსტიტუტი რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის დანიშნულებასა და ხარისხს.ასო S აღნიშნავს რომ ეს პროდუქტი განკუთვნილია ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის.ასო H არის პროდუქტის ხარისხის დონის მაჩვენებელი.ასო C არის იმის მაჩვენებელი, რომ პროდუქტი განკუთვნილია დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის. ასო F აღნიშნავს ზეთის ხარისხის დონის მაჩვენებელს.
რა მივიღეთ საბოლოო ჯამში.
თუ კასრზე დატანილია წარწერა SAE 10W40 API SH-CF ეს ნიშნავს რომ ის არის მრავალფუნქციური სახის ზეთი,რომელიც განკუთვნილია CH-ბენზინის კლასისა და CF-დიზელის კლასის ძრავებისთვის.
დღევანდელ დღეს SM არის უმაღლესი ხარისხის დონის მაჩვენებელი ბენზინის ძრავებისთვის,CI-4-დიზელის ძრავებისთვის.
რა არის ძრავის ზეთის ფუნქციები?
1.შეზეთოს ძრავის დეტალები და გააგრილოს ისინი.
2.ატარებს სითბოს დგუშის რგოლებიდან ცილინდრების მიმართულებით.
3.იცავს ძრავის დეტალებს ნამწვისგან და უნარჩუნებს სისუფთავეს,იმიტომ რომ მუშაობის დროს დამწვარი აირები ხვდება ძრავის შიგნით, შედის ზეთთან რეაქციაში და წარმოქმნის ნამწვს.
ზეთის სიბლანტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ჩვენ დროში ძრავები იწყობა მეტი სიზუსტით და არის მეტად მძლავრი და სწრაფი,შესაბამისად მცირდება ზეთის გამოყენების ინტერვალი,რაც მოითხოვს ზეთის მწამოებელი კომპანიებისგან მეტად თხელი ზეთის წარმოებას,მაგალითად 5W30-10W30.
ზეთის სიბლანტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,იმიტომ რომ რაც უფრო სქელია ზეთი მით უფრო მეტია უარყოფითი გავლენა ავტომობილის აჩქარებაზე.ეს ნიშნავს,რომ დგუშის რგოლებიდან ცილინდრების მიმართულებით ზეთის მიწოდება იქნება ცუდი,რაც თავისთავად შეაფერხებს ზეთის მიწოდებას ძრავის სხვადასხვა დეტალებისთის და გამიწვევს საწვავის მოხმარების მოიმატებას.
ზედმეტად თხელი ზეთის მოხმარებაც არ არის კარგი ძრავისთვის,რადგან ზედმეტად თხელი ზეთის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძრავის გადახურება და ძრავის სხვადასხვა სახის დეტალებმა დაკარგონ თავისი ფუნქცია-მოვალეობები.
დღევანდელი თაობის ძრავებმა განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და ძალიან განსხვავდებიან ძველი თაობის ძრავებისგან.ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზეთმა გაუძლოს მაღალ ტემპერეტურაზე მუშაობას და ამავდროულად უზრუნველყოს ძრავის დეტალების დაცვა, ძრავის სისტემის გამართული მუშაობა და სისუფთავე.
მექანიკური გადაცემის კოლოფის ზეთები.
ამ კატეგორიაშიც არის სხვადასხვა ხარისხის ზეთების დიდი არჩევანი.
გადაცემათა კოლოფის ზეთის სახეობები იყოფიან ორ ჯგუფად: სინთეტიკური და მინერალური.
მინერალური სახეობის ზეთი არის იაფი,მისი თვისებები არის სტანდარტულია და გამოიყენება უმეტესი ტიპის ავტომობილში.
სინთეტიკური სახის ზეთი შედარებით ძვირია და მდიდარია სხვადასხვა სახის მინერალების დანამატებით.მისი განსაკუთრებული თვისება არის კოროზიის რისკის შემცირება.
ბაზარზე ძალიან ბევრი სახვადასხვა სიბლანტის მქონე ზეთების ნაირსახეობაა წარმოდგენილი. მაგალითად: 75W90,80W90,75W80,80W140.აქაც როგორც ძრავის ზეთებში W აღნიშნავს ზამთარს,პირველი ციფრი აღმიშნავს სიცივისადმი გამძლებას (80 = - 26 გრადუსს),მეორე ციფრი აღნიშნავს კინეტიკურ სიბლანტეს.
გადაცემათა კოლოფის ზეთების ხარისხს განსაზღვრავს ამერიკის ნავთობპროდუქტების ინსტიტუტი API და აღინიშნება ასოებით GL.
GL-3 ეს არის შედარებით დაბალი ხარისხის მაჩვენებელი დღესდღეობით.
GL-4/5 ეს არის ზეთი რომელიც გამოიყენება უმეტეს შემთხვევაში სტანდარტულ გადაცემათა კოლოფში. რაც უფრო მაღალია ციფრის მაჩვენებელი მით უფრო მაღალია ზეთის ხარისხი.დღესდღეობით საუკეთესო ხარისხის მაჩვენებელია GL-5.
რა ემართება ზეთს და რისგან არის გამოწვეული ეს ყოველივე?
გადაცემათა კოლოფის მუშაობის დროს კოლოფში ტემპერატურა 150 გრადუსამდე იზრდება.ამ დროს ზეთმა უნდა უზრუნველყოს გადაცემათა კოლოფის დეტალების გაგრილება,ხახუნის ძალის შემცირება და კოროზიისგან დაცვა.
გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლამდე აუცილებელია გაეცნოთ მწარმოებლის ინსტრუქციას და შეამოწმოთ,თუ რა ტიპის ზეთი უნდა გამოიყენოთ ამა თუ იმ ტიპის ავტომობილში.
ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთის სიბლანტის ზომას.თუ ზეთი იქნება ზედმეტად სქელი,ცივზე ანუ საკმირისად არა გამთბარ ტემპერატურაზე ავტომოლით მოძრაობამ შეიძლება დააზიანოს გადაცემათა კოლოფი,ხოლო თუ ზეთი ზედმეტად თხელია ამ შემთხვევაში მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება გადაცემათა კოლოფი გადახურდეს და მწყობრიდან გამოვიდეს. წინა წამყვანი ბორბლების მქონე ავტომობილებს გადაცემათა კოლოფი დიფერენციალური აქვთ და უნდა აღინიშნოს რომ მათ ზეთი ღერძისა და დიფერნციალის შესაბამისი სახეობის ესაჭიროებათ. ზეთის სახეობას და ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ აუცილებელია ყოველთვის გავეცნოთ და გავითვალისწინოთ მწარმოებლის ინსტრუქცია და რეკომნდაცია.
ალბათ ყველას ძალიან გვსიამოვნებს ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ავტომობილებით გადაადგილება და მათი მართვა, რა სასიამოვნოა მოძრაობით გადატვირთულ ქალაქში მოძრაობა, მექნიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ატომობილებისაგან განსხვავებით.ამ სიამოვნების ერთერთი მიზეზი კი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთია,როგორც ყველა ზეთის შემთხვევაში აქაც არის რამოდენიმე დეტალი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ATF - ავტომატური გადაცემის სითხე. ავტომატურა გადაცემათა კოლოფის სითხე არის სისტემის მთავარი მამოძრავებელი ძალა.ამ ტიპის ზეთების უმეტესობა განისაზღვრება როგორც ჰიდრავლიკური სახის ზეთები და მათი სიბლანტის მაჩვენებელია 10W. ეს არის ზეთები ავტომატური გადაცემათა კოლოფის და საჭის გამაძლიერებლისთვის უმეტესი სახის ავტომობილებში.
ავტომატური გადაცემათა კოლოფის სითხეების სახეობებია:
1.ATF A - მინერალური ზეთები
2.DEXRON 2D-2E - მინერალური და სინთეტიკური ზეთები.
3.DEXRON 3+3PLUS - სინთეტიკური ზეთები.
4.ATF WS - სინთეტიკური (TOYOTA)
5.DEXRON/MERCON - უმაღლესი ხარისხის (წითელი ფერის)
თითოეული მწარმოებელი გადაცემათა კოლოფისთვის შესაბამის ზეთს იყენებს.დღესდღეობით არინ ისეთი მწარმოებლებიც რომლებიც გადაცემათა კოლოფში ისეთი მაღალი ხარისხის,მდიდარი მინერალებით სავსე ზეთს იყენებს,რომ გამოცვლა არ არის საჭირო.
არსებობს სხვადასხვა ფერის გადაცემათა კოლოფის ზეთები,ჩვეულებრივ წითელი და ყვითელი რომელთა შერევა ან სხვა ტიპის ზეთის ჩანაცვლება ერთის მეორეთი არ შეიძლება.იაპონურ ავტომობილებში ზეთების უმეტესობა წითელია,ხოლო ევროპულ ავტომობილებში ყვითელი.ზეთის შეცვლა უნდა მოხდეს ყოველ 40000-60000 კმ-ზე ან მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი უპრობლემოდ და შეუფერხებლად მუშაობს.
რატო უნდა შევცვალოთ გადაცემათა კოლოფის ზეთი??
განსაკუთრებით რთულ მექანიზმში როგორიცაა გადაცემათა კოლოფი,ზეთმა უნდა შეასრულოს მთელი რიგი ფუნქციები: გაუძლოს მაღალ ტემპერატურას,მას უნდა ქონდეს სიბლანტე სწრაფი დინებისთვის,შეამციროს ხახუნის ძალა და არ დაუშვას კოროზია მექანიზმში.დროთა განმავლობაში,ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ ზეთი კარგავს თავის თვისებებს და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი შეცვლა.
საბოლოოდ შეამოწმეთ თქვენი ავტომობილისთვის განკუთვნილი შესაბამისი ტიპის ზეთი და შეცვალეთ იგი ავტომწარმოებლის ისტრუქციის მიხედვით.გაითვალისწინეთ რომ ზეთი წარმოადგენს ავტომობილის მექანიზმების სასიცოცხლო ძალას და ჯობია ამ საკითხში ფულის დაზოგვაზე არ იფიქროთ და ყოველთვის შეიძინოთ ხარისხიანი ზეთები.
სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეებში საავტომობილო ზეთების საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობა ძალიან მცირეა.ფაქტია ის რომ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ხდება საქართველოში ავტომობილების იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან,იაპონიიდან,ევროპიდან,არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან(დუბაიდან) და სხვა, მაგრამ ყველამ არ იცის ის რომ,ეს ავტომობილები შეიძლება ერთი ბრენდის ერთი და იგივე მარკის იყოს,მაგრამ ისინი სტრუქტურულად ძალიან გასხვავდებიან ეთმანეთისგან.საქმე იმაშია რომ,მაგალითად დუბაისთვის ავტომწარმოებლები ამზადებენ ავტომობილებს მკაცრად ცხელი კლიმატური პირობებისთვის და ამ ტიპის ავტომობილის ძრავის სტრუქტურა განსხვავდება სხვა ქვეყნებისთვის დამზადებული ავტომობილებისაგან.აქედან გამომდინარე ჩვენ ქვეყანაში თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნისთვის აწყობილი ავტომობილები,რომლებიც სხვადასხვა გზით მოხვდნენ საქართველოში,სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც იცის და აქვს ცოდნა ამ ყოველივეს გათვალისწინებით სწორად შეგირჩიოთ ამა თუ იმ ქვეყნიდან შემოყვანილი ავტომობილისთვის საჭირო სახის ზეთი.
ასევე სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემაა უხარისხო და ყალბი ზეთების საკითხი რომელსაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს ქვეყანაში.სამწუხაროდ ძალიან ხშირია მომხმარებლის მოტყუების ფაქტები,ჩვენ ვყიდულობთ ამა თუ იმ ბრენდის შეფუთვით ზეთს,მაგრამ მასში სხვა სახის ბევრად უფრო უხარისსხო ან მეორადი,ერთხელ უკვე გამოყენებული და გაფილტრული ზეთი ასხია.არის შემთხვევებიც როდესაც გამყიდველი გარწმუნებთ რომ არანაკლებად ცნობილი ბრენდების ამა თუ იმ სახის ზეთი კარგია,მაგრამ სინამდვილეში მისი ხარისხის დონე ძალიან დაბალია.სამწუხაროდ ეს დგევანდელი რეალობაა.ხარისხიანი ზეთი თუ მას გახედავთ სინათლეზე უნდა იყოს კამკამა ოქროსფერი და არ უნდა იყოს მონაცრისფრო,თეთრი ან შავი. ამ მარტივი გზით თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ზეთის ხარისხი და თავიდან აიცილოთ უხარისხო ზეთის ჩასხმა თქვენს ავტომობილში.
ყალბი და უხარისხო ზეთები ძალიან გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში ეს განაპირობა იმანაც,რომ მოსახლეობას არააქვს სათანადო ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან ცოტაა პროფესიონალი ამ საკითხში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ზეთი ყალბია ან ცუდი ხარისხის, საბედნიეროდ არსებობენ ჩვენ ქვეყანაში სადისტრიბუციო კომპანიები ვისაც ნამდვილად ხარისხიანი და ნამდვილად ორიგინალი ბრენდული ზეთები შემოაქვთ საქართველოში.იაფიანი ზეთების მომხმარებლები თვლიან რომ თანხას ზოგავენ,მაგრამ გარწმუნებთ ეს ასე არ არის და ეს არ არის გამოსავალი.კარგი და ხარისხიანი ზეთის მოხმარება ამცირებს საწვავის ხარჯს 15%-ით და მეტით,ამცირებს ჰაერის დაბინძურებას 40%-ით და შესაბამისად მცირდება ფილტვებისა და რესპირაციული დაავადებების რისკი,ასევე იცავს ძრავის,სიჩქარეების გადაცემათა კოლოფის დეტალებს გაფუჭებისაგან რაც თავის მხრივ დაგიზოგავთ და თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ხარჯებს.კომპანია დელკოლი მკაცრად აკონტროლებს ხარისხს და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,გააჩნია თითქმის ყველა ავტომწარმოებლისგან მინიჭებული დაშვების სერთიფიკატები.კომპანია დელკოლი არის მტკიცებულება იმისა რომ თუ მილიონები არ დაიხარჯება რეკლამებში და ბრენდინგში, გვექნება უმაღლესი ხარისხის პროდუქცია საუკეთესო ფასად,რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ტელეფონი და დაგვირეკოთ,ჩვენ შეგირჩევთ და გეტყვით თუ რა სახის ზეთი უნდა ჩაასხათ თქვენი ავტომობილის ძრავში და გადაცემათა კოლოფში.
დელკოლი. საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასათ!!!!!
შეგიძლია მკითხო რაც გინდა.
Nika: +995557522220
Delkol, made in Israel🇮🇱