აქოლისი • Akolis

  • Home
  • აქოლისი • Akolis

აქოლისი •  Akolis Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აქოლისი • Akolis, Architectural Designer, .

სვეტიცხოვლობას გილოცავთ! 🤍დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა ✨
14/10/2021

სვეტიცხოვლობას გილოცავთ! 🤍

დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა ✨

05/08/2021

ქალაქ მცხეთის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შესახებ ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია

სვეტიცხოვლობას გილოცავთ! 🤍კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა ✨
13/07/2021

სვეტიცხოვლობას გილოცავთ! 🤍

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა ✨

07/07/2021

დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოს გაცოცხლებული ისტორია - XIX ს. მცხეთა.

05/07/2021

ფოტოზე გაცოცხლებული ისტორია

08/06/2021

🔊🚩 საჯარო ლექცია ჩვენი სტუდენტებისთვის!

🏭🔴 ბატონი ლადო ვარდოსანიძე, ამხანაგობა „აქოლისის“ ქალაქგეგმარებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქ. მცხეთის გენერალური გეგმის პრობლემატური საკითხები“.

არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

🔴🏭 საჯარო ლექცია ჩატარდება 10 ივნისს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში.

🏭🔴 ლექციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.

✔ამხანაგობა „აქოლისი" თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ქ. მცხეთის გენგეგმის შემუშავების ფარგლებში.

➡️დასწრების მსურველები ეწვიეთ ბმულს:
👇
https://meet.google.com/yvk-gnhr-tzj

➡️ სმარტფონით დაკავშირება 👉 +995 706 770 072

➡️ PIN 👉 904 256 236 #

➡️ მეტი ინფორმაცია 👉https://tel.meet/yvk-gnhr-tzj?hs=5

02/06/2021
ეს დღე ჩვენია! 🇬🇪 აქოლისი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26/05/2021

ეს დღე ჩვენია! 🇬🇪
აქოლისი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

აქოლისი •  Akolis გილოცავთ ჯვართაღმართების დღესასწაულს! ✨📍სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტ...
16/05/2021

აქოლისი • Akolis გილოცავთ ჯვართაღმართების დღესასწაულს! ✨

📍სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე–დედოფალი ოჯახით და “ყოველი ერი”, წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთად ჯვრების აღმართვა განიზრახეს”. მცხეთის ჯვარი სწორედ IV საუკუნეში წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას უკავშირდება.

📍მივიწყებული დღესასწაული ჯვართაღმართება პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის დროსაა დაწესებული.

📍2007 წელს, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილიაII–ის ლოცვა–კურთხევით ეს უძველესი დღესასწაული – ჯვართაღმართება – აღადგინა.

📍IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს.

📍ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო.

📍“1 მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი “ხელის დადებითა მეფისაითა” აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმიდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი – აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. “იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა”, იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ–ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმიდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა”.

📍ერთი ჯვარი – თხოთში აღმართეს, მეორე – მირიან მეფის ძის, რევის მეუღლემ სალომემ ქალაქ უჯარმაში აღმართა, რადგან უჯარმა სამეფო ქალაქი იყო და ერის სიმრავლითაც გამოირჩეოდა.

📍ისტორიული გადმოცემით, ჯვართაღმართებას ქართლში კერპების დაცემა და განადგურება მოჰყვა.

📍ჯვართაღმართების დღესასწაულის აღდგენის ნიშნად, კათოლიკოს-პარტიარქის ლოცვა–კურთხევით სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული, ჯვრით დაგვირგვინებული სვეტი აღიმართა. ეს ადგილი ერთგვარი ცენტრია, საიდანაც კარგად ჩანს ქართლის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი – მტკვარ–არაგვის შესართავი, ბაგინეთი, ბეთლემის გამოქვაბული, სვეტიცხოველი, სამთავრო–მაყვლოვანი…

📍დღესასწაულთან ერთად აღდგა ამ გზაზე ლოცვით მსვლელობის წესი: ხარების დღესასწაულზე საგანგებოდ მომზადებულ სამ ჯვარს პატრიარქი სამების ლავრის ხარების ტაძარში აკურთხებს. მრევლი მათ მიაბრძანებს მცხეთის ჯვრის მონასტერში, გადაიხდის პარაკლისს, შემდგომ კი მთის ფერდით წმ. ნინოს “ძუძუს წაროსთან” გალობით დაეშვება და ლიტანიით გაემართება სვეტიცხოვლისკენ, სადაც ჯვრები ჯვართაღმართების დღესასწაულამდეა საკურთხეველში. დღესასწაულზე წირვის შემდეგ ერთ–ერთ ჯვარს ლიტანიით მდინარე არაგვის გადაკვეთით, “ძუძუს წყაროს” მოლოცვით ააბრძანებენ ჯვრის მონასტერში, ორ დანარჩენს – თხოთისა და უჯარმის ტაძრებში, საიდანაც წინა წელს აღმართული ჯვრები, პატრიარქის კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში გადაბრძანდება.

📍საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვართაღმართების დღესასწაულზე მრევლს სახლსა და ეზოში ჯვრის აღმართვის კურთხევა მისცა.

✨“ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. აუცილებლად უნდა იყოს ნაკურთხი იგი და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველი თქვენგანის სახლში, ეზოში იყოს აღმართული პატარა ჯვარი”, – ბრძანა პატრიარქმა.”…და ასე განმეორდება ყოველ წელს, რათა მადლი პატიოსანი ჯვრებით წმ. დედაქალაქიდან მთელ საქართველოში განიფინოს ფრიად და მცველად ქართველთა”.
ვიდეოში ნაჩვენებია კადრები ჯვართაღმართების აღდგენილი დღესასწაულიდან - https://web.facebook.com/2314429958575741/videos/1035072773549681 💛

წყარო: http://www.ambioni.ge/jvartarmarteba-ardgenili-dresaswauli

კალოუბნის წმინდა გიორგის ტაძარი მცხეთაში ✨
06/05/2021

კალოუბნის წმინდა გიორგის ტაძარი მცხეთაში ✨

აქოლისი გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.🎊🎊🎊

💒 კალოუბნის წმ.გიორგის ტაძარი მცხეთაში.⤵️

მცხეთიდან დასავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მარჯვენა ბორცვზე დგას "კალოუბნის წმიდა გიორგის'' ტაძარი.
კალოუბანი წარმართობიდან გამოსული სახელია და გულისხმობს მსხვერპლშეწირვის ადგილს.

აქედან ხედი იშლება აღმოსავლეთით ➡️ჯვრის მონასტრისკენ, სამხრეთით➡️ ქართლის ქედზე➡️თაბორის მთისკენ.

მცირე ტაძარი თითქოს შეზრდილია მთის წვერს. იგი დარბაზულია და მიეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ინტერიერი შემკულია XII საუკუნის ფრესკებით. მოხატულობა გამორჩეული იმით, რომ აქ წმინდა გიორგის გამოსახულების სამი სხვადასხვა ვარიანტი გვხვდება.

ტაძარი გიორგი III-ის (თამარ მეფის მამის) მეფობისას უნდა მოეხატათ (1158-1185წწ.) თურქ-სელჩუკებზე გამარჯვების აღსაღნიშნავად.
მეფე როგორც ცნობილია წმინდა გიორგისადმი განსაკუთრებული მეოხებით გამოირჩეოდა. მის ბეჭედს ამშვენებდა წარწერა:

"წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვძლევ მტერთა ჩემთა''.


#კალოუბანი

აქოლისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🤎
02/05/2021

აქოლისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🤎

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when აქოლისი • Akolis posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Contractor?

Share