07/05/2026
თიმთუს პროექტი გამარჯვებულია!
პროექტი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში, მდინარე ტანას მიმდებარედ განხორციელდება. არქიტექტურული კონცეფციის მიზანია შეიქმნას საგანმანათლებლო გარემო, სადაც სივრცითი ორგანიზება, გარემოსთან კავშირი და გეგმარებითი გადაწყვეტები ბავშვის განვითარების პროცესის აქტიურ ნაწილად იქცევა.
პროექტის კონცეფცია ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - მესხურ დარბაზს ეფუძნება. მისი სიმბოლური ბირთვი და ცენტრალური განათების იდეა აქ თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოდაა რეინტერპრეტირებული. შენობის გული გამწვანებული შიდა ეზოა, რომლის გარშემოც ერთიანი ცირკულაციის სისტემა ვითარდება. დერეფანი აღარ არის მხოლოდ ფუნქციური გასასვლელი, არამედ ღია გალერეაა, რომელიც არღვევს საბავშვო ბაღის, როგორც „ჩაკეტილი სივრცის“ სტერეოტიპს და ბავშვებს ბუნებასთან მუდმივ კავშირს სთავაზობს.
მოდულური გეგმარება, დინამიკური სახურავები და ეკოლოგიურად სუფთა მასალები აყალიბებს უსაფრთხო, ნათელ და მრავალფეროვან გარემოს, სადაც სივრცე, სინათლე და ლანდშაფტი ბავშვის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცევა.
მადლობა თიმთუს გუნდს🩷 .ana