Black Heaven ზრუნავს მებაღეებსა და მცენარეებზე. მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის გაცრილ-დამუშავებულ მიწას, საკვები ნივთიერებებით გაჯერებულს, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გამდიდრებას საკვები ელემენტებით.
უნივერსალური “მიწა N1” გამოიყენება როგორც ოთახის მცენარეებისთვის ასევე ჩითილების გამოსაყვანად.
საჭიროებს მხოლოდ წყლის მიწოდებას.
მიწის შემადგენლობაში შედის :
ტყის მიწა (ნეშომპალა) – 20% – ნატურალური, ბუნებრივი, ბიოლოგიურად გამდიდრებული სასარგებლო საკვები ნივთიერებებითა და მინერალებით.
ქოქოსი – 20% – წყალს შთანთქავს მარტივად, ფესვის განვითარებას უწყობს ხელს, აფხვიერებს მიწას.
აგროპერლიტი – 20% – დიდი ხნით ინარჩუნებს ნესტს, ეხმარება მცენარეს აერაციაში (განიავება, ვენტილაცია) და ხელს უშლის ნიადაგში ობის წარმოქმნას, იცავს მცენარეს ლპობისგან.
ტორფი – 20% – წყალს ადვილად იწოვს და ინარჩუნებს ნესტს, ასევე მცენარეს ეხმარება აერაციაში.
სილა – 5% – აუმჯობესებს ნარევის დრენაჟს.
ბიოჰუმუსი 15% – იცავს ნიადაგს გამოშრობისგან, ამარაგებს მცენარეს საჭირო საკვები ნივთიერებებით და ეხმარება მას ძლიერი ღეროების ჩამოყალიბებაში.
აზოტი (N ) – 0.3-0.4 % – ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში.
ფოსფორი (P) – 0.4-0.6 – არეგულირებს მცენარეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას. მისი დახმარებით მცენარე მეტად უძლებს გვალვასა და ყინვას.
კალიუმი (K) – 0.4-0,6 % – ზრდის მცენარის იმუნიტეტს, ხელს უწყობს ძლიერი ფესვთა სისტემის სწრაფჩამოყალიბებას.
მჟავიანობა(PH) – 6-7%
კალციუმი (Ca) – ხელს უშლის დაავადებების გავრცელებას, კარგია ფესვთა სისტემის განვითარებისთვის, ასევე ხელს უწყობს მცენარის აქტიურ ზრდას.
მაგნიუმი (Mg) – მცენარეს ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში.