Arch-con

Arch-con სამშენებლო კომპანია არქ-კონი ახორციელებს როგორც საპროექტო სამუშაოებს, ასევე ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირებას, წარმოებასა და მონტაჟს

კომპანია არქ-კონი 2022 წელს იმ მარტივი მიზნით დაარსდა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ფასადის სისტემების საპროექტო, საწარმოო და საინსტალაციო სერვისები შევთავაზოთ.

Canopy by Hilton - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძველ თბილისში ბრენდული საერთაშორისო სასტუმროს წარმატება პროექტირების და მშენ...
11/06/2026

Canopy by Hilton - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ძველ თბილისში

ბრენდული საერთაშორისო სასტუმროს წარმატება პროექტირების და მშენებლობის ფაზაში იწყება, სადაც სისტემების შერჩევის, დანერგვისა და განხორციელების პროცესი ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უმკაცრეს კონტროლს გადის.

Canopy by Hilton-ის ფასადის პროექტი დაახლოებით არის 7000 კვ.მ., სადაც თანამედროვე არქიტექტურა, სტუმრის კომფორტი და სისტემური ინჟინერია ერთი განზომილებაა.

Arch-Con სასტუმროს ფასადის გენერალური კონტრაქტორია, საინჟინრო სერვისების სრული პაკეტით.

გამოყენებული სისტემები:
▪️ ალუმინის ფასადი
• ფასადი - Aluprof MB-SR 50N (პოლონეთი)
• კარ-ფანჯარა - Aluprof MB-79N (პოლონეთი)
• სლაიდური კარი - Aluprof MB 77HS (პოლონეთი)
• მინაპაკეტი - Saint-Gobain SKN 176 II (საფრანგეთი) / Sisecam Solar LOW-E Neutral 50-33 (თურქეთი)

▪️ Skylight
• Aluprof MB-SR 50N + Saint-Gobain SKN 176 II (პოლონეთი/საფრანგეთი)

▪️ დეკორატიული კერამიკული ფასადი
• Flexbrick™ (ესპანეთი) – ინოვაციური კერამიკული სისტემა, რომელიც ქმნის შენობის უნიკალურ ვიზუალურ იდენტობას და წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ელემენტს.

▪️ ვენტილირებადი ფასადი და მინის მოაჯირები
• მოპირკეთება - Laminam (იტალია) / Novowood (იტალია)
• ქვეკონსტრუქცია - Alusan Aluminum Substructure System (თურქეთი)
• მინის მოაჯირები - BTS (თურქეთი)

▪️ საინჟინრო კვანძები და იზოლაცია
• ჰერმეტიზაცია და იზოლაცია - Illbruck + Soudal (გერმანია; ბელგია)
• მაღალი სიმტკიცის სამაგრები - Klimas (პოლონეთი) + Würth (გერმანია)

Arch-Con მადლობას უხდის „Canopy by Hilton“-ის გუნდს ნდობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

სივრცე, სადაც მასალას ვაძლევთ ფორმას და ზომას.ეს არქ-კონის საწარმოა, რომლის წარმადობა სხვადასხვა ტიპის ფასადების მიხედვი...
30/05/2026

სივრცე, სადაც მასალას ვაძლევთ ფორმას და ზომას.
ეს არქ-კონის საწარმოა, რომლის წარმადობა სხვადასხვა ტიპის ფასადების მიხედვით თვეში 1000-დან 3000 კვადრატული მეტრის ფარგლებშია.

საწარმოში მიმდინარეობს ევროპის წამყვანი ბრენდებისგან იმპორტირებული პროდუქციის მოდიფიცირება შენობაზე საინსტალაციოდ. სწორედ აქ ხდება მასალის გარდაქმნა კონკრეტული პროექტისთვის საჭირო არქიტექტურულ ელემენტებად.

ფაბრიკაციის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას გეომეტრიულ სიზუსტეს ვუთმობთ, რის გამოც თითოეული ელემენტი ინსტალაციამდე ხარისხის კონტროლს გადის.
ჩვენი მთავარი რესურსი გუნდის გამოცდილებაა, რომელიც აერთიანებს სფეროს ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტებს, ურთულესი პროექტების წარმოებისა და მართვის მრავალწლიანი პრაქტიკით.

წარმოება მრავალფუნქციურია და მოიცავს როგორც ალუმინის სისტემების, ასევე ვენტილირებადი ფასადებისა და ლითონკონსტრუქციების გადამუშავებას.

◼ ალუმინის სისტემები
• შემინული ფასადის კონსტრუქციები
• მინის გადახურვების კონსტრუქციები
• ალუმინის კარ-ფანჯრები
• ელექტრო და სახანძრო ფანჯრები
• სლაიდინგ და მინიმალ-სლაიდ სისტემები
• დეკორატიული ალუმინის ელემენტები
• ჩახურვებისა და შეფუთვების კვანძების ელემენტები
◼ ვენტილირებადი ფასადის სისტემები
• კომპოზიტური პანელები
• კასეტური სისტემები
• HPL და სხვა ტიპის საფასადე პანელები
• ხილული და უხილავი სისტემის ქვეკონსტრუქციები
◼ ლითონკონსტრუქციები
• სამონტაჟო და დამხმარე კონსტრუქციები
• მოაჯირები
• კიბეები
• ტიხრები
• დეკორატიული ელემენტები
• ლითონის ბადეები

Arch-Con - ფასადის სისტემები და საინჟინრო გადაწყვეტები

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995 599 33 22 77

ფასადის არქიტექტურული ესთეტიკის მიღმა ყოველთვის დგას საინჟინრო სისტემა, რომლის მაღალ ხარისხსაც სრულყოფილი კონსტრუქციული ...
21/05/2026

ფასადის არქიტექტურული ესთეტიკის მიღმა ყოველთვის დგას საინჟინრო სისტემა, რომლის მაღალ ხარისხსაც სრულყოფილი კონსტრუქციული პროექტი განსაზღვრავს.

Arch-Con-ის მთავარი საოპერაციო ძალა ჩვენი საპროექტო გუნდის პროფესიონალიზმია - ინტელექტუალური რესურსი, რომელიც დამკვეთს ნებისმიერი სირთულის ტექნიკური ამოცანის გადაჭრაში ეხმარება.

საინჟინრო კონსულტაცია, წინასწარი ტექნიკური კალკულაციები, ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ნებისმიერი სირთულის საფასადე სისტემის შერჩევა და მისი ინტეგრაცია არქიტექტურულ პროექტში, მუშა, საწარმოო და საინსტალაციო ნახაზების მომზადება, პროცესის ტექნიკური ზედამხედველობა და მართვა - ეს იმ ყოველდღიური სამუშაო პროცესის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენი გუნდი, საკუთარი რესურსით ახორციელებს.

საპროექტო გუნდი ორგანიზაციის ის ბირთვია, რომელიც პროექტირების, ფაბრიკაციისა და ინსტალაციის ეტაპებს ერთიან, დროსა და ბიუჯეტში განსაზღვრულ პროექტად აყალიბებს.

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 33 22 77

McDonalds Georgia Head Office: პროექტი მულტი-პროფილური ფასადითMcDonalds-ის სათაო ოფისის ფასადის ფართობი 6000 კვ.მ-ია, არ...
13/05/2026

McDonalds Georgia Head Office: პროექტი მულტი-პროფილური ფასადით

McDonalds-ის სათაო ოფისის ფასადის ფართობი 6000 კვ.მ-ია, არქ-კონის, როგორც ფასადის გენერალური კონტრაქტორის მთავარი ფუნქცია ინსტალაციაა. ამ პროცესის ეფექტური მენეჯმენტი უამრავი საინჟინრო ამოცანის გადაჭრის ერთობლიობაა.

არქიტექტურა ოთხი განსხვავებული სისტემით სრულდება:

▪️ ალუმინის საფასადე სისტემები
• ფასადი - Aluprof MB-SR 50N (პოლონეთი)
• კარ-ფანჯარა - Aluprof MB-70 (პოლონეთი)
• მინაპაკეტი - Saint-Gobain SKN 176 II (საფრანგეთი)

▪️ Skylight
• Aluprof MB-SR 50N + Saint-Gobain SKN 176 II

▪️ ალუმინის კომპოზიტური პანელი
• Alpolic™ (იაპონია) კასეტური სისტემა, რომელიც შენობის გეომეტრიულ მოცულობას ქმნის და დეკორაციის ფუნქციას ასრულებს.

▪️ ვენტილირებადი ფასადი
• James Hardie Architectural Panel (აშშ)
• Alusan aluminum substructure system (თურქეთი)

▪️ საინჟინრო კვანძები
• იზოლაცია - Illbruck + Soudal (გერმანია; ბელგია)
• მაღალი სიმტკიცის სამაგრები - Klimas (პოლონეთი)

ჩვენი გუნდის მთავარი საინჟინრო გამოწვევა იმ უხილავ დეტალებშია, რომლებიც ფასადის „სიცოცხლისუნარიანობას“ და ეფექტურობას განსაზღვრავს: სისტემებს შორის იდეალური გადაბმა, წყალშეუღწევადი ბარიერები, თერმოსაიზოლაციო სპეციფიკაცია, ხმის იზოლაციის მახასიათებლები და თითოეული კვანძის საპროექტო სიზუსტე.

თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: +995599332277

🔹„არქ-კონი“ უკვე 4 წლისაა! ეს წლები იყო გამოწვევების, დიდი შრომისა და რაც მთავარია, საერთო წარმატების პერიოდი.ჩვენი მთავ...
28/03/2026

🔹„არქ-კონი“ უკვე 4 წლისაა! ეს წლები იყო გამოწვევების, დიდი შრომისა და რაც მთავარია, საერთო წარმატების პერიოდი.

ჩვენი მთავარი ძალა ჩვენს გუნდშია - ადამიანებში, რომლებიც ქმნიან ხარისხს.

მადლობას ვუხდით თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის და ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის! წინ კიდევ ბევრი მასშტაბური პროექტია. 🚀

🎉 ახალი ენერგიით, ახალი სიმაღლეებისკენ! 🏗️✨2022 წლიდან არქ-კონი აქტიურად ქმნის სანდო და ინოვაციურ პროდუქტს სამშენებლო ბა...
07/06/2025

🎉 ახალი ენერგიით, ახალი სიმაღლეებისკენ! 🏗️✨
2022 წლიდან არქ-კონი აქტიურად ქმნის სანდო და ინოვაციურ პროდუქტს სამშენებლო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ძალა – მაღალკვალიფიციური საინჟინრო გუნდია, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროექტირებას ლითონის კონსტრუქციებისა და ალუმინის საფასადე სისტემების მიმართულებით. 🔧🧱
📢 ბოლო პერიოდში ჩვენი ოჯახი მნიშვნელოვნად გაიზარდა – ჩვენ შემოგვიერთდნენ ახალი, კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლები! ❤️
მეტი პროფესიონალიზმი, მეტი გამოცდილება და მეტი განვითარება - წინ მეტი წარმატება გველოდება! 🚀
👏 ერთად ვქმნით მომავალს!
#არქკონი #ინჟინერია #საფასადესისტემები #ლითონისკონსტრუქცია #გუნდისგაფართოება #წარმატება

📣შპს "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას საინტერესო პოზიციაზე - საპროექტო გუნდის წევრი! თუ ხართ მოტივირებული, კრეატიული და გსუ...
27/05/2025

📣შპს "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას საინტერესო პოზიციაზე - საპროექტო გუნდის წევრი! თუ ხართ მოტივირებული, კრეატიული და გსურთ განვითარდეთ ფასადების პროექტირების მიმართულებით, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა!

რას გთავაზობთ:
✨ პროფესიული განვითარების ხელშემწყობ სამუშაო გარემოს
🏗️ მონაწილეობას მასშტაბურ და საინტერესო პროექტებში
🤝 მოქნილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას
💰 კონკურენტულ ანაზღაურებას

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

🎉 მოხარულნი ვართ გაცნობოთ!ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა მუშაობა თბილისში, 🟡 მაკდონალდსის რიგით 27-ე რესტორნის ფასადზ...
27/05/2025

🎉 მოხარულნი ვართ გაცნობოთ!
ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა მუშაობა თბილისში, 🟡 მაკდონალდსის რიგით 27-ე რესტორნის ფასადზე 🏗️

🔧 პროექტში გამოყენებულია:
🇪🇺 ევროპული ხარისხის Aluprof-ის ალუმინის სისტემები
🌍 ენერგოეფექტური Saint-Gobain-ის მინა

📐 ეს ყველაფერი უზრუნველყოფს:
✔️ გამძლეობას
✔️ დახვეწილ ესთეტიკას
✔️ შესაბამისობას თანამედროვე სტანდარტებთან

🚀 ეს პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ხედვის განსახორციელებლად — შევქმნათ ქალაქის თანამედროვე და მიმზიდველი იერსახე 🌆

🙏 გულწრფელი მადლობა:
🤝 ჩვენს პარტნიორებს ნდობისთვის
💪 თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის!

#არქკონი #ფასადი #მაკდონალდსი #თბილისი #მშენებლობა #დიზაინი #გუნდისწარმატება #მომავლისშემქმნელები

Address

Tengiz Chantladze Street, 11g
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 14:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Arch-con posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share