20/09/2023
B.P. TRANS-ის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის წევრის, გეოდეზიის სამსახურის უფროსის გიორგი თორიას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს.
გიორგი ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისია, რადგან იგი იყო თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი მეგობარი. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მრავალი პროექტი.
პანაშვიდი გაიმართება ქალაქ ზუგდიდში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩა N42 (ყოფ. ლენინგრადის ქუჩა) ხუთშაბათს და პარასკევს 19:00 საათზე, დაკრძალვა შაბათს 23 სექტემბერს 14:00 საათზე.