ჩვენი კომპანია სხვადასხვა სფეროს და პროფილის ორგანიზაციებს ეხმარება მათთვის იშვიათი და რთული სამშენებლო ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში.
ერთჯერადი ხასიათის სამშენებლო პროექტების განხორციელებისთვის, საკუთარი სამშენებლო მიმართულებების ჩამოყალიბება არაგონივრული და წამგებიანია, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული ასეთი პრაქტიკა და საკუთარ თავზე გაუმართლებელი რისკების აღებით,
კერძო კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები ყოველდღიურად განიცდიან მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს. ჩვენი გუნდის მიერ, წლების მანძილზე, სამშენებლო პროექტების მართვაში დაგროვილი გამოცდილების საშუალებით, სწორედ ამ რისკების დაზღვევაში ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს.
იმისთვის, რომ:
1. არ შექმნათ თქვენს ორგანიზაციაში დროებითი სტრუქტურული დანაყოფი ერთი სამშენებლო პროექტის სამართავად;
2. არ დახარჯოთ თქვენი ძირითადი საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მართვის რესურსი ასეთი დანაყოფის შექმნის, დაკომპლექტების, მისი საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლისათვის;
3. არ გაწიოთ დროებითი, მაგრამ საკმაოდ ძვირი სტრუქტურული ერთეულის შენახვის ხარჯები;
4. არ შეხვიდეთ პროექტირების, პროექტის ცვლილებების, სამშენებლო და მასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ნებართვების, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზების და მართვის, ასევე დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მნიშვნელოვან და მრავალფეროვან რისკებში;
5. არ დადგეთ სამშენებლო პროექტების მართვაში თქვენი გამოუცდელობით დაშვებული შეცდომების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების წინაშე,
ჩვენ, ჩვენს პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ასეთი პროექტების მენეჯმენტს.
რისკები მშენებლობის მართვაში, როგორც წესი, უკავშირდება:
1.მშენებლობის ხარჯებს;
2. მშენებლობის ხანგრძლივობას;
3. მშენებლობის ხარისხს. (შესაბამისობას დამკვეთის მოთხოვნებთან და სამშენებლო სტანდარტებთან).
ჩვენი სერვისი გულისხმობს, ამ რისკების დაზღვევას:
1. პროექტის მართვის პროცესის სწორი დაგეგმვით;
2. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებაში კვალიფიციური რესურსების მოზიდვით;
3. პროექტით მისაღები შედეგის მიმართ დამკვეთის მოთხოვნებისა და ზოგადი სამშენებლო სტანდარტების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფით..
ჩვენი გუნდის და მასში გაერთიანებული პარტნიორი პროფესიონალების გამოცდილება, მიღწევები და კვალიფიკაცია უზრუნველყოფს ჩვენი კლიენტების წინაშე მდგარი ასეთი ამოცანების ბევრად უფრო მოკლე დროში გადაწყვეტას, გაცილებით ნაკლები დანხარჯებით და რაც მთავარია, პროექტის მიმართ მათ მოთხოვნებთან და სამშენებლო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით.