INSI Construction & Building Co.

INSI Construction & Building Co. Construction & Building company

🔷„ინსის“ გენერალური დირექტორი და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ზვიად თოიძე, სამშენებლო ...
26/01/2026

🔷„ინსის“ გენერალური დირექტორი და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ზვიად თოიძე, სამშენებლო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებსა და „თეთრი სიის“ ეტაპობრივი გაუქმების საკითხს ეხმიანება.
🔗იხილეთ სტატია:

სახელმწიფოსთან სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ, მათ შორის, არის დაბალანსებული კონტრაქტები, ფასების მატება და თუ .....

26/01/2026

🔷 23 იანვარს, კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.

🔷28 ნოემბერს, კომპანია INSI-ს გენერალურ დირექტორმა ზვიად თოიძემ ბიზნესპარტნიორი-ს ეთერში ისაუბრა ქვეყანაში მშენებლობის ხ...
01/12/2025

🔷28 ნოემბერს, კომპანია INSI-ს გენერალურ დირექტორმა ზვიად თოიძემ ბიზნესპარტნიორი-ს ეთერში ისაუბრა ქვეყანაში მშენებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელ რეფორმაზე.
🔗 იხილეთ სტატია ვრცლად

"იმისთვის, რომ ქვეყანაში მშენებლობის ხარისხი გაუმჯობესდეს, აუცილებელია მშენებლობის რეფორმა - ამის შესახებ „საქ.....

📢 2 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხ...
09/10/2025

📢 2 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ე. წ. ,,თეთრ სია"-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.
🔷 „თეთრი სია“ არ უქმდება, მაგრამ მისი კრიტერიუმები მკაცრდება. INSI-ს გენერალური დირექტორის, ზვიად თოიძის თქმით, ეს ცვლილებები სექტორის გაძლიერებისთვის არის საჭირო.
🔗 იხილეთ ვრცლად:

სამშენებლო კომპანია „ინსის“ ხელმძღვანელის, ზვიად თოიძის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში „თეთრი სია“ არ უქ....

🔹კომპანია INSI-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე, ხაზს უსვამს, რომ სავალდებულო ინდექსაციის მექანიზმი საშუალებას მისცემ...
09/10/2025

🔹კომპანია INSI-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე, ხაზს უსვამს, რომ სავალდებულო ინდექსაციის მექანიზმი საშუალებას მისცემს კომპანიებს პროექტები სტაბილურად განახორციელონ, ფასების ცვალებადობის მიუხედავად.
🔗იხილეთ ვრცლად BMG-ს სტატია

ბიზნესი სახელმწიფო ტენდერების ფასწარმოქმნაში არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. კერძო სექტო...

📢 კომპანია INSI-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე, მიიჩნევს, რომ „თეთრი სია“ არ უნდა გაუქმდეს, თუმცა საჭიროა მისი მოდი...
09/10/2025

📢 კომპანია INSI-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე, მიიჩნევს, რომ „თეთრი სია“ არ უნდა გაუქმდეს, თუმცა საჭიროა მისი მოდიფიცირება კრიტერიუმების გამკაცრების მიმართულებით.
📉 მისი შეფასებით, სიის ერთბაშად გაუქმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროდუქტიულობას მინიმუმ 50%-ით დააკლებს.
🔗 იხილეთ ვრცლად სტატია:

კომპანია „ინსის“ გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე მიიჩნევს, რომ „თეთრი სიის“ გაუქმება ინფრასტრუქტურული პროექ.....

🆕 თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development  Fund-ის დაკვეთით, კომპანია INSI-მ წარმატებით განახორციელა ეროვნული ...
08/10/2025

🆕 თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund-ის დაკვეთით, კომპანია INSI-მ წარმატებით განახორციელა ეროვნული სასახლის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი.
🔹პროექტის მიზანი იყო შენობის ისტორიული იდენტობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. განხორციელდა დარბაზების, პარკეტის, კარ–ფანჯრებისა და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, ასევე სახურავისა და საკომუნიკაციო სისტემების სრული განახლება.
🔹INSI-ს მიერ ეროვნული სასახლის სარეაბილიტაციო პროექტის წარმატებით დასრულება და დედაქალაქის ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული შენობისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ერთგულებას და პროფესიონალიზმის ხარისხს ჩვენი ქვეყნის კულტურული საგანძურისადმი.
🔗https://insi.ge/projects/erovnuli-sasakhle/

02/04/2024

"ინსი" 17 წლისაა !
გამოწვევებით სავსე განვლილი წლები მოიცავს უამრავ წარმატებულ პროექტს.
ამბიციებით და შემართებით ვაგრძელებთ ყველა მიმდინარე პროექტის განხორციელებას.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ინსი“- მ წარმატებით დაასრულა  რეკრეაციული პარკის მშენებ...
10/11/2023

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ინსი“- მ წარმატებით დაასრულა რეკრეაციული პარკის მშენებლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში.

დაბა ბაკურიანის ცენტრალური პარკი განთავსებულია 75 873 კვადრატულ მეტრზე და წარმოადგენს პოპულარულ, რეკრეაციულ ზონას ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთებს და სათხილამურო კურორტს. თუმცა, ის არა მხოლოდ ტურისტული დანიშნულების ადგილია, არამედ - დასასვენებელი და მიმზიდველი ზონაა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის , ნებსიმიერ სეზონზე. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, კონცეფცია - საოჯახო პარკი (Family Park ) - დაედო საფუძვლად აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ტერიტორიის მოწყობას, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემუშავდა რამდენიმე აქტივობა. ამ კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა საფეხმავლო გზები, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტურისტული ზონები, პიკნიკის მოსაწყობი სივრცეები. პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც განთავსებულია შესაბამის საყრდენებზე და მიწის დონიდან აწეულია ჰაერში. მისი მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება ქვედა და ზედა დონეები. ტერიტორიაზე მოწყობილია მცირე ზომის სწრაფი კვების ობიექტი - კაფე და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. აღსანიშნავია, რომ პროექტის დიზაინის შექმნისას უპირატესობა მიენიჭა ტერიტორიისთვის ბუნებრივი იერის შენარჩუნებას.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობები მეტალის ფილებითა და ხის პანელებით არის დამუშავებული. საფეხმავლო ბილიკები კი, მოწყობილია მაღალი ხარისხის დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური (CO-EXTRUCTION WPC DECKING) და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

პროექტი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  საბირქენდში კომპანია „ინსი“- მ განახორციელა ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხ...
01/11/2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში კომპანია „ინსი“- მ განახორციელა ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი, 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში შპს „ინსი“- ს მიერ  დასრულდა 90 მოსწავლეზე გათვლილი  ახალი სკოლის მშენებლ...
31/10/2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში შპს „ინსი“- ს მიერ დასრულდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი. შენობის შესასვლელებთან მოწყობილია შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ასევე, მოწყობილია შშმ პირთა სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშის, შეტყობინების სისტემებითა და სამართავი ცენტრით. შენობის არქიტექტურა ორიგინალური გადაწყვეტილებით მორგებულია მიმდებარე გარემოს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში.

Address

მერაბ კოსტავას ქუჩა N72
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+5322213195

Alerts

Be the first to know and let us send you an email when INSI Construction & Building Co. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to INSI Construction & Building Co.:

Share