12/03/2026
მარადმწვანე, აკადემიური სტილის ბაღი ნიშნავს კლასიკურ, გაწონასწორებულ და მკაფიო გეომეტრიაზე დაფუძნებულ დიზაინს, სადაც მცენარეები ქმნიან მშვიდ, დისციპლინირებულ გარემოს. აქ მთავარი იდეაა ჰარმონიული განლაგება, სიმეტრია და მარადმწვანე მცენარეების სტრუქტურული როლი.
ასეთი ბაღი ხშირად გვხვდება კლასიკურ ევროპულ ბაღებში , სადაც მკაფიო სიმეტრიული მწვანე მასივებია.
მცენარეები გამოიყენება სტრუქტურის შესაქმნელად და არა როგორც ფერადი აქცენტი.
აკადემიური ბაღის სტრუქტურა კი ჩვეულებრივ ასე გამოიყურება:
ცენტრალური ღერძი ….
პირდაპირი ბილიკი ან მწვანე კორიდორი…. ორივე მხარეს თანაბარი სიმეტეიულად ან ასიმეტრიულად განლაგებული მარადმწვანე მცენარეები…
და რათქმაუნდა მარადმწვანე ფონის რამდენიმე სახეობის აქცენტი …
აკადემიური ბაღი გამოირჩევა.
სიმშვიდე და წესრიგი...
მწვანე პალიტრა...
მკაფიო ხაზებ...
მინიმალიზმი დეკორში
აქ არ გამოიყენება ძლიერი ფერადი ყვავილები ან სკულპტურული აქცენტები, რადგან მთავარი ეფექტი მოდის ფორმისა და განლაგებისგან.
შედეგი:
ბაღი გამოიყურება როგორც ცოცხალი არქიტექტურა — მკაცრი, გაწონასწორებული და მუდმივად მწვანე.
georgia #ჩვენიბაღები