Cubicon

Cubicon Full package of Structural Engineering Consultancy Service Full package of structural and engineering design, As well as expert assessments of any difficulty.
(5)

ბინის რემონტისა და გადაგეგმარებისას ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შეცდომა კედლის სტრუქტურული ფუნქციის უგულებელყოფაა. შენობი...
14/08/2026

ბინის რემონტისა და გადაგეგმარებისას ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შეცდომა კედლის სტრუქტურული ფუნქციის უგულებელყოფაა. შენობის ტიპის მიხედვით, შიდა კედელი შეიძლება იყოს უბრალო გამყოფი ტიხარი ან შენობის მზიდი, სტრუქტურული ელემენტი.
განსაკუთრებული რისკი ახლავს თვითნებურ ჩარევას იმ შენობებში, სადაც კედლებს მზიდი ფუნქცია აქვთ.
რა პროცესები იწყება მზიდ კედლებში ღიობების ამოჭრის ან მათი დემონტაჟის დროს?

⚠️ ძალების არათანაბარი გადანაწილება: ამან შეიძლება გამოიწვიოს ბზარების გაჩენა, დეფორმაცია ან კონსტრუქციის მდგრადობის დაკარგვა.

📉 სიმტკიცის შემცირება: ვერტიკალური დატვირთვის გარდა, მზიდი კედლები შენობას სიხისტეს ანიჭებს. მათი დაზიანება მკვეთრად ამცირებს ნაგებობის საერთო სიმტკიცეს და უნარს, გაუძლოს დინამიკურ დატვირთვებს (ქარს, მიწისძვრას და ა.შ.).

⚡პროგრესირებადი რღვევის რისკი: ერთ ბინაში ჩატარებულმა უნებართვო სადემონტაჟო სამუშაოებმა შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და მთელი შენობის სტრუქტურულ მთლიანობას შექმნას საფრთხე.

👉 ინტერიერის ვიზუალურ მხარეზე გაცილებით მნიშვნელოვანი შენობის სტრუქტურული უსაფრთხოებაა. ნებისმიერი გადაგეგმარებისას აუცილებელია ობიექტის კონსტრუქციული შეფასება პროფესიონალი ინჟინერ-კონსტრუქტორის მიერ.

როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ-ხალიფაზე ვსაუბრობთ, იშვიათად გვესმის იმ ადამიანის სახელი, ვინც არქიტექტურულ...
10/08/2026

როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ-ხალიფაზე ვსაუბრობთ, იშვიათად გვესმის იმ ადამიანის სახელი, ვინც არქიტექტურული იდეა რეალურ, მდგრად კონსტრუქციად აქცია.
ეს ამერიკელი სტრუქტურული ინჟინერი, SOM-ის უფროსი პარტნიორი უილიამ ბეიკერია.

32 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის სიმაღლე სულ რაღაც 22%-ით გაიზარდა. 2010 წელს კი ბურჯ-ხალიფამ წინა რეკორდი ერთბაშად 60%-ზე მეტით გააუმჯობესა. ეს კოლოსალური ნახტომი ახალი მასალებით კი არა, ბეიკერის ინოვაციური საინჟინრო მიდგომით გახდა შესაძლებელი.

მან შექმნა სრულიად ახალი კონსტრუქციული სისტემა - Buttressed Core (Y-ისებრი სამქიმიანი სტრუქტურა).

რა მთავარი საინჟინრო გადაწყვეტილებები მიიღო ბეიკერმა?

ქარის რეზონანსის დაშლა: შენობის საფეხუროვანი და ასიმეტრიული ფორმა შლის ქარის ნაკადებს, რაც თავიდან აცილებს აეროდინამიკური ძალების ფოკუსირებას და შენობას საშიში რხევებისგან იცავს.

ხიმინჯოვან-ფილოვანი საძირკველი: საძირკველი 3.7 მ სისქის რკინაბეტონის ფილასა და 194 ხიმინჯზე გაითვალა. უდაბნოს რბილ გრუნტში დატვირთვა გადადის გვერდითი ზედაპირის ხახუნის ძალის ხარჯზე.

დღეს ბეიკერის Buttressed Core სისტემა Supertall და Megatall ტიპის ცათამბჯენების პროექტირების ოქროს სტანდარტია (რისთვისაც მას IStructE-ის ოქროს მედალი მიენიჭა).

უილიამ ბეიკერმა დაამტკიცა, რომ სტრუქტურული ინჟინერია ხელოვნებაა, რომელიც ყველაზე ამბიციურ არქიტექტურულ ოცნებებს უსაფრთხო რეალობად აქცევს.

03/08/2026

პროფესია, რომელიც არქიტექტურულ იდეებსა და ფიზიკის კანონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

✨ მოუსმინეთ გიორგი თაბაგარს და გაიგეთ რას ნიშნავს, იყო ინჟინერ-კონსტრუქტორი

01/08/2026

შესაძლებელია თუ არა 55-სართულიანი გადახრილი შენობის აშენება, რომლის სახურავზეც 340-მეტრიანი გემია განთავსებული?

Marina Bay Sands - არქიტექტურული ფანტაზია, რომელიც ადამიანის გონებისა და უზადო სიზუსტის წყალობით რეალობად იქცა. 🚀

🏗️ საძირკვლის ქვაბულის დამუშავება და გეოტექნიკური უსაფრთხოებასაძირკვლის ქვაბულის დამუშავება მაღალი რისკის მატარებელი გეო...
31/07/2026

🏗️ საძირკვლის ქვაბულის დამუშავება და გეოტექნიკური უსაფრთხოება
საძირკვლის ქვაბულის დამუშავება მაღალი რისკის მატარებელი გეოტექნიკური ამოცანაა.

როდესაც საკადასტრო საზღვრებისა თუ მჭიდრო განაშენიანების გამო შეუძლებელია გრუნტის მისი ბუნებრივი დახრის კუთხით მოჭრა, ციცაბო ჭრილისას ირღვევა მიწის მასების ბუნებრივი წონასწორობა. სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების გარეშე, ამან შეიძლება მეწყრული პროცესების განვითარება ან ფერდობის ჩამოშლა გამოიწვიოს.

ქვაბულის კედლების მდგრადობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამაგრების სხვადასხვა საინჟინრო ტექნოლოგიები არსებობს:

ფერდობის ტერასირება: ქვაბულის დამუშავება ხდება საფეხურებად (იარუსებად), ჰორიზონტალური ბაქნების - ბერმების -დატოვებით. ეს მეთოდი ოპტიმალურად ანაწილებს გრუნტის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობას და აფერხებს ძაბვების საშიშ კონცენტრაციას.

ხიმინჯების ფარდის მოწყობა: მიწის სამუშაოების დაწყებამდე, ქვაბულის საპროექტო კონტურზე ეწყობა რკინაბეტონის ხიმინჯების უწყვეტი ან წყვეტილი მწკრივი, რომელიც საიმედოდ აკავებს გრუნტის წნევას.

შპუნტოვანი გამაგრება: გრუნტში ეწყობა სპეციალური ლითონის პროფილები (შპუნტები), რომლებიც ერთმანეთს ინტეგრირებული საკეტებით ებმის და ქმნის დამცავ ზღუდეს.

💧 სადრენაჟო სისტემები: გრუნტის წყლების არსებობის შემთხვევაში, ყველა ეტაპზე აუცილებელია სადრენაჟო სისტემების მოწყობა.

ქვაბულის გამაგრების მეთოდის შერჩევისას საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის (გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, მიწისქვეშა წყლების დონე, სეისმურობა) და ტოპოგრაფიული მონაცემების საფუძველზე.

„კუბიკონის“ საიმედოობას ჩვენი პროფესიონალები განსაზღვრავენ. გაიცანით მიხეილ აბესაძე -კომპანიის ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომ...
24/07/2026

„კუბიკონის“ საიმედოობას ჩვენი პროფესიონალები განსაზღვრავენ.

გაიცანით მიხეილ აბესაძე -კომპანიის ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად უკვე 25-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს შესრულებული.

მიშო აქტიურად არის ჩართული საანგარიშო სქემების მომზადების, კონსტრუქციული მოდელირებისა და სამუშაო ნახაზების ზუსტი დამუშავების პროცესში. მას მიაჩნია, რომ სწორი საინჟინრო გათვლები და დეტალებზე ორიენტირებულობა ნებისმიერი მდგრადი კონსტრუქციის საფუძველია.

გვიხარია, რომ მიშო ჩვენი გუნდის წევრია! 📐🏗️

📐თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დიდი, ღია სივრცეების შექმნაა. მალების გაზრდა საშუალებას გვაძლევს, თ...
22/07/2026

📐თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დიდი, ღია სივრცეების შექმნაა. მალების გაზრდა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ შიდა მზიდი სვეტები და მივიღოთ სრულიად თავისუფალი გეგმარება.

საინჟინრო თვალსაზრისით, საცხოვრებელ და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში, სადაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გამოიყენება, სვეტებს შორის მანძილის გაზრდა (მაგალითად, 9-დან 12 მეტრამდე ან მეტად) არახაზოვნად ზრდის გადახურვის კონსტრუქციის სისქესა და წონას. საკუთარი მასის ზრდა კი პირდაპირ აისახება სეისმურ დატვირთვებზე და პროექტის ბიუჯეტზე.

როგორ ვპასუხობთ ამ გამოწვევას?
ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებებით - იქნება ეს დაძაბული რკინაბეტონის ტექნოლოგია, მსუბუქი კესონური ფილები თუ კომბინირებული ლითონკონსტრუქციები, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მინიმალურ წონას, მაქსიმალურ სეისმომედეგობასა და არქიტექტურულ თავისუფლებას - უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.🏗️✨

ბეტონი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მასალაა, თუმცა მისი მთავარი სისუსტე მიკრობზარების გარდაუვალი გაჩენაა. მათში შეღწეული...
17/07/2026

ბეტონი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მასალაა, თუმცა მისი მთავარი სისუსტე მიკრობზარების გარდაუვალი გაჩენაა. მათში შეღწეული წყალი არმატურის კოროზიას და კონსტრუქციის სეისმომედეგობის შესუსტებას იწვევს. ამ გამოწვევას თანამედროვე საინჟინრო ბიოტექნოლოგია თვითაღდგენადი ბეტონით პასუხობს.

🧫 როგორ მუშაობს ტექნოლოგია?
ბეტონის ნარევს მომზადებისას ემატება სპეციალური ბაქტერიების სპორები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.
მიკრობზარის გაჩენისთანავე შიგნით აღწევს წყალი და ჟანგბადი, რაც ბაქტერიებს მყისიერად „აღვიძებს“.
მიკროორგანიზმები ქიმიური რეაქციის შედეგად გამოყოფენ კირქვას, რომელიც ფიზიკურად და ჰერმეტულად ავსებს ბზარს.

🛠️ სად არის მისი საინჟინრო ეფექტი?
ეს ტექნოლოგია შეუცვლელია ისეთი სტრუქტურებისთვის, რომელთა რეაბილიტაცია რთული და ხარჯიანია: საძირკვლები, ხიდის ბურჯები, გვირაბები და მიწისქვეშა რეზერვუარები. ბზარების ავტომატური ბლოკირება იცავს მზიდ ლითონის კარკასს და შენობის ექსპლუატაციის ვადას ათწლეულებით ახანგრძლივებს.

თვითაღდგენადი ბეტონი კარგი დასტურია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიოლოგიის, ქიმიისა და საინჟინრო მეცნიერებების სინთეზს სამშენებლო ინდუსტრიაზე გავლენის მოხდენა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა.🏢

საინჟინრო და სამშენებლო მექანიკაში კონსოლი არის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ერთი ბოლო მყარად არის ჩამაგრებული, ხოლო მ...
13/07/2026

საინჟინრო და სამშენებლო მექანიკაში კონსოლი არის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ერთი ბოლო მყარად არის ჩამაგრებული, ხოლო მეორე - თავისუფალია.

ჩვეულებრივი კოჭისგან განსხვავებით, რომელიც ორ საყრდენზე დევს, კონსოლში ძალების განაწილება სრულიად სპეციფიკურია. როდესაც კონსოლის თავისუფალ ბოლოზე ან მის სიგრძეზე მოქმედებს დატვირთვა, მაქსიმალური ჩაღუნვა სწორედ თავისუფალ ბოლოში ფიქსირდება.

კონსოლური კონსტრუქციის დაპროექტება დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან არასწორმა გათვლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსტრუქციის ჩამოქცევა ან გადაყირავება.

„კუბიკონში“ დიდი ზომის კონსოლური გადაწყვეტების უსაფრთხოებასა და კონსტრუქციულ სიმტკიცეს მკაცრი საინჟინრო მიდგომით ვუზრუნველყოფთ.
კონსტრუქციას სპეციალურ საანგარიშო პროგრამებში ვტესტავთ მაქსიმალურ სეისმურ და ქარის დატვირთვებზე. ზუსტად ვსაზღვრავთ გეომეტრიასა და სისქეს მაქსიმალური სიხისტის მისაღწევად, ზედმეტი წონის შესამცირებლად კი ხშირად ვიყენებთ ცვლადი განივი კვეთის კოჭებს. კონსოლის დაპროექტებისას აგრეთვე უდიდესი ყურადღება ექცევა გრძელვადიან დეფორმაციებს.

სწორი გათვლები საიმედო და უსაფრთხო არქიტექტურის საფუძველია!✨

09/07/2026

🏗️ „კუბიკონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორი, სალომე ბოლქვაძე, განმარტავს ურიგელო ფილის გამოწვევებსა და საინჟინრო გადაწყვეტებს.

Address

Balanachini Plaza, 142 Beliashvili Street
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Cubicon posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Cubicon:

Shortcuts

Share