04/05/2021
ს ი ა ხ ლ ე ❗️❗️❗️
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ჩვენმა საპროექტო გუნდმა არაერთი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კონსტრუქტორი გააერთიანა და წარმატებით შეასრულა 200-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის და მოცულობის კონსტრუქციული პროექტი.
ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამშენებლო პროექტის მაღალი დეტალიზაციით დამუშავებას, პროექტირების პროცესში დამკვეთთან ხშირ კომინუკაციას და არქიტექტორული იდეის სრულფასოვან განხორციელებას - არქიტექტურა შეუძლებელია კონსტრუქციის გარეშე, კონსტრუქცია ყოველთვის არქიტექტურის ნაწილია.
სწორედ ამ მიდგომის გამო ჩვენ, კომპანია სახელოსნო #4 ვაფართოებთ შესაძლებლობის არეალს, ვწყვეტთ ფუნქციონირებას როგორც ცალკეული ორგანიზაცია და ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობით ვიწყებთ ახალ სიცოცხლეს არქიტექტრურულ-საინჟინრო კომპანია Teamtwo-სთან ერთად.
მოხარულები ვართ გავიზიაროთ teamtwo-ს ქართულ და ამერიკულ ბაზრებზე მიღებული გამოცდილება და სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანებით დამკვეთებს შევთავაზოთ პროექტირების სრული სპექტრი.