Kreston Georgia

Call Directions Website Contact the business

Kreston Georgia Kreston Georgia-აუდიტორული კომპანიების ქსელის „Kreston Global”-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

📢 გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო და მოგების გადასახადების ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება!ტრენინგზე რვა დღის გ...
27/10/2026

📢 გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო და მოგების გადასახადების ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება!

ტრენინგზე რვა დღის განმავლობაში, სრულყოფილად განვიხილავთ გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო და მოგების გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების ყველა პრაქტიკულ და მაღალი საგადასახადო რისკების შემცველ საკითხს.

📍 ტრენინგზე განვიხილავთ გადახდის წყაროსთან დაკასაკავებელი გადასახადით დაბეგვრასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას (მ.შ. კანოქვემდებარე აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს),
გარდა ამისა, განხილული იქნება აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს გამოცდილება მ.შ. ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში აღნიშნულ გადასახადებთან მიმართებაში არსებულ სადაო საკითხებთან დაკავშირებით.

☝️ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რაც მაღალი საგადასახადო რისკის მატარებელია და რა თემებზეც კეთდება ძირითადი აქცენტები შემოსავლების სამსახურის მიერ დანიშნული საგადასახადო შემოწმების დროს.
🎯ტრენინგის მსვლელობისას მოხდება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების ყველა განაცემის დეტალური განხილვა, ბოლოს კი მოხდება ვრცელი ამოცანის განხილვა, აღნიშნული გადასახადების გამოანგარიშებითა და დეკლარაციის შევსებით.
👉დასკვნით ეტაპზე მოხდება შემაჯამებელი ტესტის განხილვა.

🎤 ლექციებს უძღვება საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი და საგადასახადო ექსპერტი დავით პაპიაშვილი.

🌐 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ - zoom- ის მეშვეობით
🗓️ ტრენინგი დაიწყება 6 ნოემბერს (2026 წელი)
📍ლექციის დღეებია: ოთხშაბათი და პარასკევი 19:00-22:00 საათამდე.

🔷 ტრენიგი მოიცავს 8 სალექციო შეხვედრას

🔷 ტრენინგის ღირებულება - 250 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

🔗 სემინარზე დასასწრებად დარეგისტრირდით
https://docs.google.com/forms/d/1N4opSxg6nu4KrlSJwBzOmp68gLJLNbbSyCR9-kC3GDE/edit

20/10/2026

1-ელ ოქტომბერს იყო ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ბიზნეს სუბიექტებს 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება უნდა წარედგინათ.

Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა გადაცემა "ბიზნეს პარტნიორის" ეთერში ფინანსური ანგარიშგების წარდგენის პროცესის მიმდინარეობასა და ბიზნესისთვის ფინანსური ანგარიშების მნიშვნელობაზე ისაუბრა 👇🏻

🔹ფიზიკური პირის ქონების გადასახადის  შეღავათის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზარდა🔹 ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქც...
16/10/2026

🔹ფიზიკური პირის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზარდა
🔹 ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში
🔹 ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

ამ და სხვა სიახლეების გასაცნობად იხილეთ Kreston Georgia-ს სექტემბრის თვის საგადასახადო სიახლეების მიმოხილვა ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდზე 👇🏻

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობ....

01/10/2026

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება.

👇 Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით BMG • ბიემჯი-ს ეთერში საუბრობს.

იხილეთ Kreston Georgia-ს 2026 წლის აგვისტოს თვის საგადასახადო ცვლილებების მიმოხილვა ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე 👇🏻
29/09/2026

იხილეთ Kreston Georgia-ს 2026 წლის აგვისტოს თვის საგადასახადო ცვლილებების მიმოხილვა ჩვენი კომპანიის ვებგვერდზე 👇🏻

Kreston Georgia აგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვას. ამჯერად გთავაზობ....

იხილეთ Kreston Georgia-ს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასა და შემდგომში ვებგვერდიდა...
23/09/2026

იხილეთ Kreston Georgia-ს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასა და შემდგომში ვებგვერდიდან აღნიშნული ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებით👇

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia ეხმიანება შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 აგვისტოს განცხადებას ჩვენი კომპანიისა დ.....

Kreston Georgia Academy გთავაზობთ ონლაინ სემინარს ფინანსურ ანგარიშგებაში ხშირად დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.🔗 ონლა...
18/09/2026

Kreston Georgia Academy გთავაზობთ ონლაინ სემინარს ფინანსურ ანგარიშგებაში ხშირად დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით.

🔗 ონლაინ სემინარზე განხილული იქნება როგორც ფასს-ების (IFRSs), ასევე მსს ფასს-ის (IFRS for SMEs) საფუძველზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.

🎯 სემინარი საინტერესო იქნება საწარმოების ფინანსური რგოლის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, ბუღალტრებისთვის, ფინანსური ანგარიშგების შემდგენლებისთვის, დირექტორებისთვის - ნებისმიერი პირისთვის, ვისაც შეხება აქვს ფინანსური ანგარიშგების შედგენასთან ან არის ფინანსური ანგრიშგების მომხმარებელი - სურს სწორად წაიკითხოს ის, მეტი ინფორმაცია მიიღოს მისგან და მიხვდეს, რა არის სწორად გაკეთებული ფინანსურ ანგარიშგებაში და რა - არა.

📍განხილულ საკითხებში შედის შემდეგ მუხლებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული შეცდომები:
ძირითადი საშუალებები, ხარჯების კლასიფიკაცია მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში, ამონაგები, იჯარა, ბალანსის შემდეგი მოვლენები, დაკავშირებულ მხარეებთან ოპერაციებისა და ნაშთების განმარტებითი შენიშვნა, ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები, საინვესტიციო ქონება, აქტივების გაუფასურება და სხვა.

📌 ონლაინ სემინარი ინტერაქციული ხასიათისაა, სადაც თითოეულ მსმენელს აქვს კითხვების დასმის შესაძლებლობა.

🎤 კურსს გაუძღვება Kreston Georgia-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ჩხეიძე.

🗓️ სემინარი გაიმართება 2 ოქტომბერს
⏰ 19:00-დან 22:00 საათამდე
🌐 ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის გამოყენებით
➡️ ღირებულება: 118 ლარი დღგ-ის ჩათვლით
🔗 სემინარზე დასასწრებად დარეგისტრირდით -https://docs.google.com/forms/d/1N4opSxg6nu4KrlSJwBzOmp68gLJLNbbSyCR9-kC3GDE/edit

17/09/2026

ფიზიკური პირის ქონების გადასახადისთვის დადგენილი შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება.

👇 რა შედეგები მოჰყვება ამ ცვლილებას და რა გამოწვევები არსებობს აღნიშნული მიმართულებით – Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი განმარტავს.

17/09/2026

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საპენსიო ფონდის მიერ დარიცხული ჯარიმების ამნისტიის შესახებ?

👇აღნიშნულ საკითხზე Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი საუბრობს.

15/09/2026

რა შედეგები მოჰყვება ფიზიკური პირების მიერ უცხოეთიდან მიღებული ამანათების დაბეგვრისგან განთავისუფლების ე.წ. 300 ლარიანი ზღვრის გაუქმებას?

➡️ Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის მაღალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, აღნიშნული შეღავათის გაუქმება არ უნდა მოხდეს.

Address

27 Kavtaradze
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322483739

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kreston Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kreston Georgia:

Shortcuts

Share

Nearby contractors